Doctra-ს როლი გულის ცენტრის წარმატებით ფუნქციონირებაში - Doctra
­
თებერვალი 14, 2019

Doctra-ს როლი გულის ცენტრის წარმატებით ფუნქციონირებაში

არსებული ვითარება და გამოწვევები

თანამედროვე კლინიკები საჭიროებენ ერთიან სამედიცინო სისტემას, რომელიც კლინიკური პროცესების ყველა ასპექტს მოიცავს და შესაბამისად, ზოგავს მასთან მომუშავე პროფესიონალების დროსა და ენერგიას. სწორედ ამიტომ, თბილისის გულის ცენტრის გახსნამდე, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა საიმედო, მრავალგზის გამოცდილი და დაცული პლატფორმის შერჩევა იყო, რომელიც კლინიკის ყველა რგოლის საჭიროებებს მოიცავდა და არ იქნებოდა მხოლოდ რამოდენიმე მიმართულებაზე ორიენტირებული.

გადაწყვეტა

კლინიკის ხელმძღვანელებმა, მოკვლევისა და შესწავლის შემდეგ, არჩევანი Doctra-ზე შეაჩერეს. პლატფორმა აკმაყოფილებდა აღნიშნულ მოთხოვნებს და ამასთან, ტექნიკურმა გუნდმა, კლინიკის მუშაობის სპეციფიკის გათვალისწინებით, სისტემაში შესაბამისი კორექტირებების შეიტანა უზრუნველყო.

შედეგი

დღეისათვის გულის ცენტრს აქვს გამართული კლინიკური პროცესები, როგორც მენეჯმენტის ნაწილში, ისე სამედიცინო და ტექნიკურ მიმართულებებში. პაციენტის სრული სამედიცინო ისტორია ხელის გულზე იშლება 360 გრადუსით. ექიმებს საშუალება აქვთ იმუშაონ სრულყოფილ ელექტრონულ დანიშნულების ფუნქციონალთან. გარდა ამისა, კლინიკური პროცესები სრულად ელექტრონულია და ინტეგრირებული EHR პორტალთან.

Doctra ხარჯების სრულად კონტროლის შესაძლებლობას იძლევა, თანაც მიმდინარე დროში. ამასთან გვაქვს ძველი და ახალი მონაცემების შედარების და საშუალო ხარჯის წინასწარ გათვლის შესაძლებლობა, თითოეულ შემთხვევასთან დაკავშირებით. ამ სისტემის გარეშე იგივე საქმეს მსგავსი სიზუსტით ვერ გავაკეთებდით და გარდა სიზუსტისა უამრავი დრო დაგვჭირდებოდა. დოქტრას დახმარებით კი სამ საათიანი მუშაობით მივიღეთ რეპორტი და მოვახდინეთ მისი ანალიზი“ (ლაშა ფირცხალავა)

“მხოლოდ სამ საათიანი მუშაობის შედეგად მივიღე ანალიტიკური რეპორტი, რომლის ამ სიზუსტით შედგენა, პროგრამის გარეშე, კვირეების მუშაობის შედეგადაც შეუძლებელი იყო.”
ლაშა ფირცხალავა, გულის ცენტრის ფინანსური დირექტორი

„Doctra ერთადერთი პროგრამაა, რომელიც მეტად ორიენტირებულია ექიმის ინტერესსა და საჭიროებაზე. ნებისმიერი პაციენტის სრული სამედიცინო ისტორია ერთ სივრცეშია თავმოყრილი. პროგრამა რეალურ დროში გვიჩვენებს მკურნალობის ყოველ ეტაპს, კლინიკაში შემოსვლის წუთიდან პაციენტის გაწერამდე. მოსახერხებელია დისტანციურად შეტყობინების გადასაცემად, რეალურ დროში ვხედავთ დანიშნულებას და მყისიერად შეგვიძლია მასში შესწორების შეტანა“ (არჩილ ჩუხრუკიძე).

“საუკეთესოა დისტანციურად მუშაობისთვის. არ ვარ მიჯაჭვული სამუშაო ადგილს, სადაც კომპიუტერი ან პლანშეტი მაქვს, ყველგან შემიძლია საქმის კეთება”.
არჩილ ჩუხრუკიძე, გულის ცენტრის გენერეალური დირექტორი

სრულყოფილი ელექტრონული დანიშნულების ფუნქციონალი – დოქტრას კიდევ ერთი მთავარი პლიუსია. ის პროგრამულად აკავშირებს ექიმს ექთანთან და ორივეს ფინანსურ განყოფილებასთან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ ექიმი ელექტრონულად წერს პაციენტის დანიშნულებას, რომელსაც ექთანი ასრულებს ასევე ელექტრონულად, მხოლოდ ერთი ღილაკის დაჭერით – „კლიკით“ და დანიშნულების შესრულებასთან ერთად შესაბამისი განყოფილების აფთიაქის საწყობს ჩამოეწერება ექთნის მიერ გამოყენებული მედიკამენტი, ეს იძლევა საშუალებას, რომ ექთანი განთავისუფლდეს ამ ხარჯების ჩამოწერისგან და ჰქონდეს მეტი დრო პაციენტებთან მუშაობის, ხოლო კლინიკის მენეჯმენტს კი აძლევს საშუალებას რაციონალურად და სწორად განსაზღვროს ადამიანური რესურსები. Doctra-ს დახმარებით, ადამიანური შეცდომების ალბათობა მინიმუმამდეა დაყვანილი, მუშაობის პროცესი სწრაფი და კომფორტულია,  მიღებული ინფორმაცია – საიმედო. მკურნალობის პროცესის უკეთესი მართვა, ნებისმიერ ეტაპზე –  თამამად შეიძლება ჩაითვალოს Doctra-ს დევიზად. თავად პლატფორმა კი, თბილისის გულის ცენტრის კლინიკური პროცესების წარმატების ფორმულად!“ (ზვიად კერესელიძე)

“მკურნალონის პროცესის უკეთ მართვა, ნებისმიერ ეტაპზე – თამამად შეიძლება ჩაითვალოს Doctra-ს დევიზად.”
ზვიად კერესელიძე, გულის ცენტრის კარდიო-ინტენსიური განყოფილების ხელმძღვანელი

გულის ცენტრის ლოგო

პროექტი:

თბილისის გულის ცენტრი – ახალი კარდიოლოგიური კლინიკაა, რომლის ექიმები ასოცირებულები არიან კარდიოლოგიასა და თერაპიაში პაციენტების მართვის ნოვაციური მიდგომების  ევროპული და ამერიკული «გაიდლაინების» შესაბამისად დანერგვასთან.
კლინიკის შემადგენლობაში შედის კარდიოინტენსიური განყოფილება, ინტერვეციული კარდიოლოგიის განყოფილება, კარდიოლოგიური და თერაპიული განყოფილება, ამბულატოურიული განყოფილება

საჭიროება:

  • ელექტრონული სამედიცინო სისტემა
  • კლინიკის ყველა რგოლის ინტერესის გათვალისწინება
  • კომფორტული სამუშაო გარემოს შექმნა

გადაწყვეტა:

  • კანონმდებლობასთან სრულად შესაბამისი სამედიცინო პლატფორმა
  • მრავალპროფილური, სრულყოფილი ფუნქციონალი
  • დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობა
  • ავტომატიზებული პროცესები

სარგებელი:

  • უმოკლეს დროში მიღებული ამომწურავი რეპორტი და მისი ანალიზის შესაძლებლობა
  • წინა შემთხვევებთან შედარების და საშუალო ხარჯის წინასწარ განსაზღვრის შესაძლებლობა
  • ავტომატიზებული პროცესების დახმარებით, ადამიანური შეცდომების მინიმიზაცია (10%-მდე დაყვანა)
  • ელექტრონული დანიშნულებასთან მუშაობის შესაძლებლობა
  • პაციენტის სრული სამედიცინო ისტორია ხელის გულზე
  • დისტანციურად მუშაობისა და მკურნალობაში ცვლილების მყისიერად შეტანის, ამასთან შესრულების მიმდინარე დროში კონტროლის შესაძლებლობა
  • პაციენტის მონაცემების (ყველა შემთხვევის, ეს იქნება წინა შემთხვევები თუ აქტიური) საიმედო საინფორმაციო-ელექტრონული ბაზა, რაც ამ ინფორმაციის უმოკლეს დროში მოძიების და უფრო უსაფრთხო შენახვის საშუალებას იძლევა
  • მნიშვნელოვნად არის გაადვილებული ექთნის სამუშაო პროცესი, რაც საშუალებას იძლევა, რომ ექთანს ჰქონდეს უფრო მეტი დრო პაციენტთან კომუნიკაციისა და მასზე ზრუნვისთვის