დოქტრა დენტალი – სტომატოლოგიური კლინიკის პროცესების კომპლექსური გადაწყვეტა
დოქტრა დენტალის დახმარებით შესაძლებელია პაციენტთა სამედიცინო ისტორიის დინამიკაზე თვალის დევნება. ამასთან ერთად, სისტემაში ინტეგრირებულია პაროდონტოლოგიის ერექტრონული რუკა. პლატფორმა ასევე იძლევა მარაგების უხარვეზო მართვისა და ელექტრონული დისპანსერიზაციის შესაძლებლობას, რაც საგრძნობლად ამარტივებს ჩაწერილი პაციენტების გრძელვადიანი განრიგის შემუშავებასა და მონიტორინგს.
დისპანსერიზაცია შესაძლებელს ხდის პაციენტის ვიზიტის თარიღის ჩანიშვნას ნებისმიერი ვადით ადრე, რაც საგრძნობლად ამსუბუქებს ექიმების სამუშაო პროცესს. ამასთან ერთად, ექიმს შეუძლია შეხსენების მიღების სასურველი დროის მითითება და სურვილისამებრ პაციენტისათვის გაგზავნა, რაც ამცირებს ვიზიტის შესაძლო გამოტოვებისა და გამორჩენის ალბათობას.
პაროდონტოლოგიის რუკის დახმარებით ექიმებს ეძლევათ პაციენტის პაროდონტოლოგიური ჩანაწერების გრაფიკულ სივრცეში სრულად ასახვის საშუალება.
სადაზღვეოში წარსადგენ საანგარიშგებო დოკუმენტაციაზე უწყვეტი წვდომა საგრძნობლად აუმჯობესებს სპონსორებთან ურთიერთობას და ამარტივებს ბიუროკრატიული პროცესების მართვას.
პოლისები;
ქეშბექი;
სადაზღვევოზე გადაცემა;
სადაზღვევოს ინვოისი;
კაპიტაცია;
სკრინინგი.
ექიმის ინტერფეისი
- შესრულებული და შესასრულებელი ინფორმაციის მარტივი მონიტორინგი
- ჩაწერები
- დისპანსერიზაცია
- გამომუშავებული ხელფასის ხილვადობა
პროგრამაში ჩაშენებული ჩაწერების სისტემა ამარტივებს პაციენტთან ურთიერთობას და კომფორტულს ხდის ექიმთან ჩაწერის პროცესს..
ჩაწერის სისტემა უზრუნველყოფს პაციენტის ინფორმირებას SMS სერვისით მიმდინარე ჩაწერის დეტალებთან დაკავშირებით.
მომხმარებელთა ონლაინ ბაზა და SMS/EMAIL დაგზავნის სერვისი პაციენტთან ურთიერთობას ამარტივებს. შესაძლებელია შეთავაზებებისა და მისალოცი შეტყობინებების გაგზავნა მარტივად და სწრაფად.
დანახარჯების ეფექტური მართვისათვის გამოიყენება ისეთი ფუნქციონალები, როგორებიცაა: სამედიცინო მარაგების გახარჯვის ანალიზი და ჩამოწერილი მარაგების უწყვეტი კონტროლი.
დოქტრას ანალიტიკა – კლინიკის რესურსების მართვის თანამედროვე ERP სისტემა.
პროგრამაში ასახული ნებისმიერი ინფორმაციის გამოყენება შესაძლებელია რეპორტინგისა და ანალიტიკისათვის
სამედიცინო შემოსავლებისა და ხარჯების ანალიზი;
ანგარიშსწორება სპონსორებთან/პაციენტებთან;
დავალიანება;
ქეშბექი;
წინასწარი კალკულაცია;
ინვოისი;
ინტეგრაციები
დოქტრა დენტალში ინტეგრირებულია ყველა საჭირო სახელმწიფო სერვისი და აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ყველა სტანდარტს.
EHR-MOH
FINANCE-MOH
ელ.რეცეპტები-MOH
უზრუნველყოფს პაციენტის კლინიკური და ფინანსური მონაცემების მთავრობის მიერ დამტკიცებული უნიფიცირებული ფორმატითა და მონაცემთა და შეტყობინებათა გაცვლის სტანდარტების შესაბამისად ავტომატიზირებულ გადაგზავნას.
Qlik BI ანალიტიკა, დიდი რაოდენობის მონაცემების დამუშავებისას, ინფორმაციას გრაფიკულ ვიზუალიზაციად გარდაქმნის, რაც ანალიტიკური დასკვნების გაკეთებისა და შემდგომი, სტრატეგიულად სწორი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას იძლევა..
შესაძლებელია ინტეგრაცია QMATIC რიგის მართვის სისტემასთან. რომელიც ჩაწერილი პაციენტის იდენტიფიცირებას და პრიორიტეტულ გამოძახებას უზრუნველყოფს. შედეგად, რეგულირდება ჩაწერილი პაციენტების და ჩაწერის გარეშე მოსული პაციენტების ნაკადი.
Doctra დენტალი – სტომატოლოგიური კლინიკების საინფორმაციო სისტემა უკეთესი მკურნალობისთვის