დოქტრა კლინიკა მედიკორის პარტნიორია - Doctra
­
იანვარი 8, 2020

დოქტრა კლინიკა მედიკორის პარტნიორია

მედიკორი 26 წლიანი ისტორიის მქონე კლინიკაა, რომელიც 1993 წელს პირველი სასწრაფო დახმარების შექმნით დაიწყო და დაარსების დღიდან 100,000-ზე მეტ პაციენტს გაუწია გადაუდებელი სამედიცინო დახმარება.

 

კლინიკის სამუშაო მოდელის გაუმჯობესების მიზნით აუცილებლობას წარმოადგენდა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარება. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი გახლდათ სრული სურათის არარსებობა რეპორტებზე, ფინანსურ დანახარჯებსა და შემოსავლებზე. ეს ყველაფერი კი არარეალურს ხდიდა მონაცემთა შედარებისა და სტატისტიკური ანალიზის სასურველი პერიოდულობით ასახვას. არანაკლებ მნიშვნელოვან საკითხად მოიაზრებოდა ჯანდაცვის სამინისტროსთან და დაავადებათა კონტროლის ცენტრთან სავალდებულო ფორმების მიმოცვლა/გადაგზავნის გამარტივება. ამ ყველაფერს კი დაემატა სადაზღვეო კომპანიებთან იტეგრაცია და ყოველდღიური დატვირთვის, სერვისის ხარისხის თუ სამედიცინო პერსონალის ეფექტურობის რეალურ დროში მონიტორინგი.

 

Doctra-ს ეფექტური ფუნქციონალის დახმარებით შესაძლებელი გახდა ზემოხსენებული თითოეული პრობლემისა თუ ამოცანის გადაჭრა, ამასთან ერთად, საგრძნობლად გამარტივდა და გაუმჯობესდა როგორც პაციენტის სრულ ისტორიაზე დაკვირვება, ასევე მომსახურების ხარისხი. ხოლო ციფრული მონაცემების არსებობამ კი რეალური გახადა პაციენტის მდგომარეობის რეალურ დროში მონიტორინგი და მეტად ეფექტური გადაწყვეტილებების მიღება.

 

თორნიკე ხუბუა ფინანსური დირექტორი
მიუხედავად იმისა, რომ ახალ სისტემაზე მორგება-შეჩვევა მეტ დროს მოითხოვს და ისედაც დატვირთული რეჟიმის მქონე პერსონალი რთულად ეგუება ცვლილებებს, ინტეგრაციამ მაინც წარმატებით ჩაიარა. ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდა სწორად მიწოდებული ინფორმაციის, ყოველდღიური უკუკავშირის და მუშაობის პროცესის გაუმჯობესებაზე ზრუნვის შედეგად. დოქტრას დახმარებით ექიმებმა შეძლეს დროის დაზოგვა და მეტად მყარი კონტაქტის დამყარება პაციენტებთან.“