3 მთავარი ფაქტორი EHR-თან ინტეგრირებისთვის - Doctra
­
თებერვალი 19, 2019

3 მთავარი ფაქტორი EHR-თან ინტეგრირებისთვის

კლინიკამ კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებას ფეხი რომ აუწყოს, ამისათვის საუკეთესო გზა სამედიცინო პროგრამის EHR-თან ინტეგრირებაა. ავტომატიზებული პროცესები მნიშვნელოვნად ამარტივებს თანამშრომელთა სამუშაო პროცესს და ეხმარება მათ დროითი რესურსის დაზოგვაში. გთავაზობთ სამ მთავარ ფაქტორს, თქვენი სამედიცინო სისტემის EHR-თან ოპტიმალური ინტეგრირებისთვის:

პირველი, სამედიცინო პროგრამას აუცილებლად უნდა ჰქონდეს მკაცრად განსაზღვრული, სტრუქტურისგან გამოყოფილი და თემატურად დალაგებული ველები. მაგალითისათვის, განვიხილოთ სისტემურად სწორ ეტაპებად დაყოფილი ატვირთვის ფუნქციონალი:

I – ცხოვრების ანამნეზი (ეპიზოდი)

  • პაციენტის მონაცემები
  • გადატანილი დაავადებები/ტრავმები/მათ მდგომარეობები:
    • გადატანილი დაავადებები
    • გადატანილი ქირურგიული ჩარევები
    • ქრონიკული დაავადებები
    • სისხლის გადასხმები
    • იმუნიზაცია
    • სკრინინგი
    • ორსულობა
  • ალერგიები და გვერდითი რეაქციები:
    • ალერგია სამკურნალო საშუალების მიმართ
    • სხვა ალერგია და გვერდითი რეაქცია

II – ჰოსპიტალიზაციის ეპიზოდი:

  • ეპიზოდის მონაცემები
  • პასუხისმგებელი პირები
  • დაავადების ანამნეზი
  • წინასწარი დიაგნოზი
  • მკურნალობის პროცესი:
    • დაკვირვება / ზედამხედველობა
    • ინტენსიური მოვლა
    • კლინიკურ-დიაგნოსტიკური გამოკვლევა
    • სისხლის გადასხმა
    • ქირურგიული ჩარევა
    • სხვა აქტივობა
    • ლაბორატორიული გამოკვლევები
    • კონსულტაციები
    • სხვა რეკომენდაციები
    • დანიშნულება

III – გაწერა:

  • დასკვნითი დიაგნოზი (გაწერისას):
    • ძირითადი დიაგნოზი (გაწერისას)
    • დაავადების გართულება
    • თანმხლები დაავადება
  • ჰოსპიტალიზაციის გამოსავალი
  • გაწერის შემდგომი რეკომენდაციები:
    • ინსტრუმენტული გამოკვლევა
    • ლაბორატორიული გამოკვლევა
    • კონსულტაციები ამბულატორიაში
    • სხვა რეკომენდაციები
    • დანიშნულება ელ. რეცეპტით
    • სხვა დანიშნულება

მეორე, პროგრამის ფუნქციონალი აწყობილი უნდა იყოს  შეკვეთა-შესრულების პრინციპით. იმისათვის, რომ დოკუმენტაციის ფურცლებზე წარმოების შემთხვევაში მოესწროს კანონით გათვალისწინებულ ვადაში (პაციენტის გაწერიდან 5 სამუშაო დღე) სამედიცინო ისტორიების პორტალზე ატვირთვა, უმრავლეს შემთხვევაში  არსებული საკადრო რესურსი არასაკმარისია და შესაძლოა ახალი კადრების აყვანა გახდეს საჭირო. გარდა დროითი ფაქტორისა, დიდია ადამიანური შეცდომების დაშვების ალბათობა, რასაც სისტემურად გამართული პროცესების არსებობა, შეიძლება ითქვას, სრულად გამორიცხავს.

მესამეც, ძალიან მნიშვნელოვანია პროგრამას ქონდეს ხარისხის მართვის რგოლი, რომელიც სისტემაში ყველა ექიმის მიერ შეტანილ სამედიცინო ისტორიას გადახედავს, საჭიროების შემთხვევაში დაახარვეზებს, მხოლოდ გამოსწორებულ ისტორიებს დაადასტურებს და ყველა ამ პროცედურის გავლის შემდგომ მოხდება ისტორიების ატვირთვა პორტალზე.

ამგვარად აწყობილი სისტემა და ფუნქციონალის უმნიშვნელოვანესი (ზემოთ ჩამოთვლილი) 3 საკითხის გათვალისწინება მოგცემთ EHR სისტემასთან ოპტიმალური ინტეგრაციის საშუალებას, დაგიზოგავთ დროს და დაგაზღვევთ უსიამოვნებებისგან – თანხების დაკორექტირებებისა და კლინიკის დაჯარიმებისაგან.