წინა ბლოგში ვისაუბრეთ კლინიკის მართვის პროგრამაში ფინანსური მოდულის ინტეგრირების უპირატესობებზე და იქვე მსუბუქად შევეხეთ ხელფასების დათვლის საკითხს, რომელთა დაანგარიშება ერთ-ერთი ყველაზე მტიკვეული საკითხია ბუღალტრებისთვის.
ყველა კლინიკის მენეჯმენტისთვის ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი გადაწყვეტილების მიღებისას, ფინანსური მოდულის ძლიერი მხარეები, მაგ. ხელფასების დაანგარიშებისა და გაცემის მონიტორინგის შესაძლებლობა ხდება.
სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ უფრო ახლოს გაგაცნოთ Doctra-ს ფინანსურ მოდულში სახელფასო ნაწილის შესაძლებლობები და მისი დანერგვით მიღებული სარგებელი.
იმ ჰოსპიტლებში, რომელთაც კლინიკის მართვის პროგრამა არ აქვთ ან/და არაინტეგრირებული, დამოუკიდებელი ბუღალტრული მოდულით სარგებლობენ, ხელფასების დათვლა და მონიტორინგი სირთულეებთანაა დაკავშირებული.
ბუღალტერს მიეწოდება მზა სახელფასო სია, რომლის გადამოწმების ბერკეტები არ არსებობს. დიდია ადამიანური შეცდომების დაშვების და შესაბამისად არაზუსტი შედეგების მიღების რისკი.
თანამშრომელთა ხელფასების დაანგარიშების პროცესი როგორც წესი მინიმუმ 2 კვირა გრძელდება. შეიძლება ითქვას, რომ ხელფასების დათვლა, ხშირად თვიდან თვემდე უწყვეტად მიმდინარეობს.
დოქტრას კლინიკის მართვის პროგრამაში ინტეგრირებული სახელფასო ნაწილი
Doctra-ს სახელფასო სისტემა ძირითადად სამ ნაწილად იყოფა. ესენია: ფიქსირებული, გამომუშავებული და მორიგეობის ხელფასები. განვიხილოთ თითოეული მათგანი:
- ფიქსირებული ხელფასი – ყველა თანამშრომლის უცვლელი ხელფასების გაწერა ხდება და ყოველთვიურად, ავტომატურად გენერირდება გადასარიცხი თანხა
- გამომუშავებული ხელფასი – კრიტერიუმების განსაზღვრით იწყობა სხვადასხვა სახის სქემა. კრიტერიუმად შეგვიძლია ჩავდოთ ექიმების დიფერენციაცია, სადაზღვევო კომპანია, ფონდი, ამბულატორიული და სტაციონარული ოპერაციების სახეობები და სხვა
- მორიგეობის ხელფასი – გაიწერება მორიგეობის საათები და თითოეული საათის ანაზღაურება. შესაბამისად თანამშრომელი ხელფასს ნამუშევარი მორიგეობის საათების მიხედვით მიიღებს
ზოგიერთ კლინიკას აქვს რთული სახელფასო სქემები, რომელთა ყოველთვიურად მექანიკური შესრულება არაზუსტ ციფრებთან და ადამიანურ შეცდომებთანაა დაკავშირებული.
დოქტრას კლინიკის მართვის პროგრამაში ყველა სახის სახელფასო სქემის შემუშავებაა შესაძლებელი. ამ გზით მინიმუმამდე დაიყვანება შეცდომების ალბათობა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სახელფასო ხარჯის 20%-ით შემცირება ხდება შესაძლებელი.
ხელფასების დათვლა – საპენსიო რეფორმის შემოღების შემდგომ
დაგროვებითი საპენსიო რეფორმის ძალაში შესვლის შემდეგ, დამოუკიდებელი საბუღალტრო პროგრამის მომხმარებლებს კიდევ ერთი საფიქრალი დაემატათ, საპენსიო ფონდში გადასარიცხი თანხების სახით.
ის ჰოსპიტლები, რომლებიც კლინიკის მართვის პროგრამაში ინტეგრირებული ფინანსური მოდულით სარგებლობენ, აღნიშნულ სიახლეს უმტკივნეულოდ, წინასწარ მომზადებულები შეხვდნენ.
მოგეხსენებათ, საპენსიო შენატანები თანამშრომლის სრული შემოსავლიდან ითვლება. იქნება ეს ფიქსირებული ხელფასი, ბონუსის სახით – დანამატი თუ სხვა სარგებელი, მაგალითისთვის დაზღვევა.
Doctra-ს კლინიკის მართვის პროგრამის ფინანსურ მოდულში, სახელფასო ნაწილს ახალი სქემა დაემატა საპენსიო დანაზოგის სახით. ხელფასების დადასტურების შემდეგ, პროგრამა ავტომატურად აგენერირებს გადასარიცხი თანხის ოდენობას. რაც მთავარია პროცესი არის მარტივი, ზოგავს თანამშრომელთა დროსა და ენერგიას და ამასთან, სრულად გამორიცხავს ადამიანურ შეცდომებს.