Doctra გახლავთ კლინიკაში მიმდინარე პროცესების კომპლექსური გადაწყვეტა, რომელიც იძლევა ერთიან სურათს პაციენტისთვის კლინიკური მომსახურების გაწევის ყველა ეპიზოდის შესახებ და გვეხმარება როგორც მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღებაში, ასევე ხარისხის მართვასა და მკურნალობის სამომავლო დაგეგმვაში.
დოქტრას კლინიკის მართვის პროგრამა შექმნილია ERP პრინციპით, რაც მონაცემთა მიმდინარე პროცესების პარალელურად ასახვას და ინფორმაციის LIVE რეჟიმში ხელმისაწვდომობას გულისხმობს.
დანიშნულების მარტივი და მოქნილი ფუნქციონალი, კი სრულად მოიცავს დანიშვნის ყველა სახეობასა და ტიპს.
სისტემა აერთიანებს 4 ძირითად მოდულს,
რომლებიც თავის მხრივ შედგება რიგი მიმართულებებისა და ფუნქციონალისაგან, ესენია:
- ბილინგი – კალკულაცია, სპონსორები, დაჯავშნის სისტემა;
- HIS – ელექტრონული სამედიცინო ისტორია (ამბულატორია/სტაციონარი), ხარისხის მართვა;
- ფინანსები – შესყიდვები და გაყიდვები, CRM, ფული, მარაგები და აფთიაქი, ძირითადი საშუალებები;
- რეპორტინგი;
ბილინგის მოდული:
კალკულაცია
პაციენტის გადასახადი თანხის ავტომატური დაანგარიშება სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით (დაზღვევა, ფასდაკლება და სხვა).
სპონსორები
ფუნქციონალი იძლევა უწყვეტ წვდომას სადაზღვეოში წარსადგენ ყველა საანგარიშგებო დოკუმენტაციაზე, რაც საგრძნობლად ამარტივებს და ეფექტურს ხდის სპონსორებთან ურთიერთობას.
დაჯავშნის სისტემა
ინტუიტიური პროგრამა წინასწარგანსაზღვრული შაბლონების გამოყენებით ამარტივებს ექიმების სამუშაო გრაფიკების მართვას, უზრუნველყოფს პაციენტის ინფორმირებას.
HIS მოდული:
ელ. სამედიცინო ისტორია
სისტემა ერთ სივრცეში უყრის თავს პაციენტის უკვე ჩატარებულ თუ მიმდინარე კვლევების შედეგებს, კონსულტაციებს, ჩარევა–მანიპულაციებს, როგორც ამბულატორიულ, ასევე სტაციონარის დონეზე.
ხარისხის მართვა
ფუნქციონალი რომელიც წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების(MOH.GOV.GE) გათვალისწინებით ამოწმებს სისტემაში არსებული პროცესების, შედეგების და წარმოებული დოკუმენტაციის ვალიდურობას.
ფინანსების მოდული:
შესყიდვები და გაყიდვები
შესყიდვებისა და გაყიდვებისას RS.GE-ზე წარმოებული ზედნადების და შესაბამისი ბუღალტრული გატარებების ავტომატური ასახვა სისტემაში. ამასთან ერთად, ფუნქციონალი შესაბამის ცვლილებებს შეიტანს მარაგების ნაშთში და ფულად საშუალებებში.
CRM
უკუკავშირი, მომხმარებელთა ონლაინ ბაზა და SMS/EMAIL დაგზავნის სერვისი, რომელიც ამარტივებს შეთავაზებებისა და ასევე მისალოცი შეტყობინებების სწრაფად დაგზავნას.
ფული
ფულად სახსრებზე თვალყურის დევნება დროის მოცემულ მონაკვეთში და ნაშთების განსაზღვრა როგორც სალაროში ასევე საბანკო ანგარიშზე.
მარაგები და აფთიაქი
მედიკამენტების გახარჯვის ანალიზი და ჩამოწერილი მარაგების უწყვეტი კონტროლი, რომლის ანალიზის საფუძველზეც გამარტივებულია მარაგების მინიმალურ-მაქსიმალური დონეების განსაზღვრა, დეფიციტის დროული აღმოჩენა და მალფუჭებადი მარაგების ვარგისიანობის კონტროლი.
ძირითადი საშუალებები
ძირითადი საშუალებების რაოდენობის, მოცულობის და მათზე დარიცხული ცვეთის განსაზღვრა.
სისტემა გამოირჩევა თანამედროვე, 3 დონიანი არქიტექტურით, რომლით სარგებლობაც შესაძლებელია ნებისმიერი სისტემიდან, იქნება ეს მობილური თუ კომპიუტერი.
სამედიცინო პროგრამაში ჩაშენებული შიფრაციის ალგორითმებისა და მომხმარებლის წვდომის მკაცრი გამიჯვნა მაქსიმალურად დაცულს ხდის სისტემას და მინიმუმამდე დაჰყავს ინფორმაციის გაჟონვისა და არასანქცირებული წვდომის რისკები.
პროცესები სრულად შეესაბამება კანონმდებლობას (MOH.GOV.GE) და მასში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, მყისიერად ხდება მათი ასახვა და სისტემის განახლება.