ჯანდაცვის მენეჯმენტში დასაქმებულთა უმრავლესობას მოეხსენება, თუ რა სირთულეებთან არის დაკავშრებული კლინიკებსა და კერძო სადაზღვევო კომპანიებს შორის ინფორმაციის მიმოცვლა. ეს საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია. საქმე ეხება ფიზიკურ დოკუმენტებს, ყოველთვიურ რეპორტებს, გაჭიანურებულ პროცესებს და სხვა. დოკუმენტაციის ქაღალდზე წარმოება და მათი ფიზიკური წარდგენა ხშირ შემთხვევაში შეცდომების დაშვებას და ასანაზღაურებელი თანხის უზუსტობასაც იწვევს.
ამ პრობლემასთან გასამკლავებლად დოქტრას სისტემაში სადაზღვევოების ინტეგრაცია განხორციელდა. ინტეგრაციის ფარგლებში შესაძლებელი გახდა დოკუმენტაციის რეალურ დროში წარმოება და მიმოცვლა. რაც მთავარია, ეს ყველაფერი ხორციელდება ავტომატურ რეჟიმში და პაციენტის მომსახურების პარალელურად.
პაციენტს აღარ მოუწევს მიმართვის ბეჭდვა და კლინიკაში წარდგენა. სადაზღვევო კომპანიის მიერ გამოწერილი მიმართვები მომენტალურად აისახება კლინიკის მართვის პროგრამაში (Doctra). შესაბამისად კლინიკაში მისვლისას პაციენტის იდენტიფიცირებისთანავე ხდება ცნობილი, თუ რა მომსახურებაზე აქვს მას მიმართვა გამოწერილი.
გამოყენებული მიმართვის შესახებ ასევე მომენტალურად იგზავნება ინფორმაცია სადაზღვევო კომპანიაში. შესაბამისად, სადაზღვევო კომპანია მუდმივად ინფორმირებულია იმის თაობაზე, თუ რომელი მიმართვა იქნა გამოყენებული და რა ოდენობის თანხაა ასანაზღაურებელი.
თვის ბოლოს დოკუმენტაციის თავმოყრისა და ფიზიკური წარდგენის ნაცვლად, საკმარისია ღილაკზე თითის ერთი დაჭერა, რაც სადაზღვევოს სისტემაში ასახავს აუცილებელ ინფორმაციას ჯამურად ასანაზღაურებელი თანხის შესახებ. ეს ინფორმაცია გამორიცხავს შეცდომებს, რადგან დოკუმენტაციის მიმოცვლა ხდება ყოველწამიერად, რაც მისი რეალურ დროში კონტროლის საშუალებას იძლევა.
ასეთი ტიპის პროცესი სრულიად ათავისუფლებს კლინიკებსა და პაციენტებს სადაზღვევო პროცესებში ჩართულობისაგან. ინტეგრირებული პროგრამა საგრძნობლად აჩქარებს და ამარტივებს სამუშაო პროცესებსა და კომპანიებს შორის კომუნიკაციას.
ამ ეტაპზე სისტემასთან სრულად ინტეგრირებულია სადაზღვევო კომპანია „არდი“, თითქმის დასრულებულია „TBC დაზღვევისა“ და „GPI“-ს ინტეგრაციაც. დანარჩენ სადაზღვევოებთან მუშაობა უახლოეს მომავალში დაიწყება.