სამედიცინო ბილინგი – Doctra Express
Doctra Express – ეს არის კომპლექსური სისტემა, რომელიც მცირე ზომის კლინიკებისა და სამედიცინო დაწესებულებების პროცესების ეფექტურად მართვაზეა ორიენტირებული.
პროგრამის დანერგვა არ მოითხოვს დამატებითი რესურსის გამოყოფას, ხოლო მისი სრულად დანერგვა მაქსიმუმ ორი კვირის ვადაშია შესაძლებელი.
სისტემაში მუშაობის პროცესი უკიდურესად მარტივია, რაც მოიცავს რიგ ფუნქციონალს, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია დროისა და მომსახურე პერსონალის ეფექტური მენეჯმენტისათვის.
ფუნქციონალი:
– სრული ინფორმაცია დარეგისტრირებული პაციენტების და მათი ქეისების შესახებ;
– უწყვეტი ინფორმაცია თანხის მიმოსვლის შესახებ;
ვიზიტზე ჩაწერის სისტემა
Doctra Booking
ექიმთან ვიზიტზე ჩაწერის მარტივად მოსახმარი, სწრაფი და დახვეწილი სისტემა:
ელქტრონული სამედიცინო ისტორია მოიცავს პაციენტის ზოგად მონაცემებს, კონსულტაციისა და ჩატარებული დიაგნოსტიკით მიღებული კვლევის შედეგებს.
Doctra Express-ში ინტეგრირებულია სახელმწიფო სერვისები და აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ყველა სტანდარტს.
EHR-MOH
FINANCE-MOH
უზრუნველყოფს პაციენტის კლინიკური და ფინანსური მონაცემების მთავრობის მიერ დამტკიცებული უნიფიცირებული ფორმატითა და მონაცემთა და შეტყობინებათა გაცვლის სტანდარტების შესაბამისად ავტომატიზირებულ გადაგზავნას.
ელექტრონული დოკუმენტთწარმოება სადაზღვეოში წარსადგენ ყველა საანგარიშგებო დოკუმენტაციებზე ამარტივებს და ეფექტურს ხდის სპონსორებთან ურთიერთობას.
პოლისები
სადაზღვევოს ინვოისი
Qlik BI ანალიტიკა, დიდი რაოდენობის მონაცემების დამუშავებისას, ინფორმაციას გრაფიკულ ვიზუალიზაციად გარდაქმნის, რაც ანალიტიკური დასკვნების გაკეთებისა და შემდგომი, სტრატეგიულად სწორი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას იძლევა. .
Doctra Express პროგრამაში ჩაშენებული ჩაწერების სისტემა ამარტივებს პაციენტთან ურთიერთობას და კომფორტულს ხდის ექიმთან ჩაწერის პროცესს.
ჩაწერის სისტემა, SMS სერვისით უზრუნველყოფს პაციენტის ინფორმირებულობას, მიმდინარე ჩაწერის დეტალებთან დაკავშირებით.
პაციენტთა ონლაინ ბაზა და SMS/EMAIL დაგზავნის სერვისი პაციენტთან ურთიერთობას ამარტივებს. შესაძლებელია შეთავაზებებისა და მისალოცი შეტყობინებების გაგზავნა მარტივად და სწრაფად.
შესაძლებელია ინტეგრაცია QMATIC რიგის მართვის სისტემასთან. რომელიც ჩაწერილი პაციენტის იდენტიფიცირებას და პრიორიტეტულ გამოძახებას უზრუნველყოფს. შედეგად, რეგულირდება ჩაწერილი პაციენტების და ჩაწერის გარეშე მოსული პაციენტების ნაკადი.