სრულად მართვადი მკურნალობის პროცესი

პაციენტის დეტალური ელექტრონული სამედიცინო ისტორია 360 გრადუსით

  • ერთ სივრცეშია თავმოყრილი პაციენტის მიერ წარსულში ჩატარებული თუ მიმდინარე კვლევების ყველა შედეგი, კონსულტაცია, ჩარევა – მანიპულაცია და სხვა
  • ნებისმიერ დროს ხელმისაწვდომია: ფორმა 100, კურსუსი, ელექტრონული რეცეპტები, ფიზიკალური მონაცემები და სხვა
  • პაციენტის ინფორმაციის ავტომატური ასახვა ხდება LIS, PACS და სხვა სამედიცინო სისტემებიდან

ყველაზე სრულყოფილი დანიშნულების ფუნქციონალი

  • დანიშვნის ყველა სახეობა (ბოლუსი, ინფუზია, კოქტეილი და სხვა)
  • დანიშვნის ყველა ტიპი (საჭიროებისამებრ, კონკრეტულ დროზე ან პერიოდზე, პაციენტის მედიკამენტი, სასწრაფოს მედიკამენტი)
  • დანიშვნის მოქნილობა და სიმარტივე – ნაშთისა და ჯენერიკის გათვალისწინებით

ექიმის სამუშაო დროის ეფექტიანად მართვა – მეტი დრო პაციენტისთვის

  • ექიმს სრული ინფორმაციის სწრაფად მიღებისა და ერთ სივრცეში ნახვის შესაძლებლობა ეძლევა
  • ექთნებსა და ექიმებს შორის კომუნიკაცია შესაძლებელი ხდება დისტანციურად, შესაბამისად სამუშაო პროცესი მეტად ეფექტური, სწრაფი და კომფორტულია
  • მოსახერხებელია დანიშნულებაში ცვლილებების შეტანის კონტროლი მკურნალობის პროცესის ნებისმიერ ეტაპზე
  • სამედიცინო პროგრამაში მუშაობა შესაძლებელია ნებისმიერი ლოკაციიდან, თუნდაც კლინიკის გარეთ, ყველგან სადაც კომპიუტერი, მობილური ან/და პლანშეტია ხელმისაწვდომი

კლინიკის ყველა პროცესი ხელის გულზე (სამედიცინო/ფინანსური)

ერთადერთი კლინიკის მართვის პროგრამა, რომელიც მუშაობს ERP პრინციპით, რაც გულისხმობს მონაცემების მიმდინარე პროცესების პარალელურად შეტანას. ეს უზრუნველყობს ამ პროცესების გამჭვირვალობას, ავტომატიზაციას და რეპორტების რეალურ დროში მიღების შესაძლებლობას)

მკურნალობის ხარჯების მუდმივი კონტროლი რეალურ დროში

  • კლინიკის პროგრამა, სამედიცინო შემთხვევასთან დაკავშირებული ხარჯების რეალურ დროში კონტროლის შესაძლებლობას იძლევა ანაზღაურების ლიმიტებთან მიმართებაში. შესაბამისად, ხდება გადაცდომების პრევენცია, რომ მიღებულ იქნას სწორი გადაწყვეტილებები უკეთესი მკურნალობისათვის
  • სისტემიდან მიღებულ ზუსტ რეპორტზე დაყრდნობით, შესაძლებელი ხდება აღმოაჩინო მედიკამენტებისა და სახარჯი მასალების არაკეთილსინდისიერი ხარჯვის ფაქტები და მოახდინო მათი პრევენცია
  • ისტორიული მონაცემების გადახედვის ხარჯზე შესაძლებელი ხდება მედიკამენტებისა და სახარჯი მასალების არარაციონალური ხარჯვის მინიმიზაცია (ნორმა-ფაქტის ანალიზი და გადახრების გამოვლენა)

სამედიცინო დოკუმენტაციისა და ოპერაციების სრული შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან

  • ყველა ფორმა შესაბამისია მოქმედ კანონმდებლობასთან. ამასთან, კანონში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, მყისიერად ხდება მისი ასახვა პროგრამაში და სისტემის განახლება, ინტეგრირებულია EHR პორტალთან
  • დოქტრას ხარისხის მართვის ინტერფეისი იძლევა საშუალებას, რეალურ დროში მოხდეს სამედიცინო ისტორიის ფორმირების მონიტორინგი, დროულად აღმოაჩინო ხარვეზები და კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გქონდეს EHR პორტალზე ასატვირთად გამზადებული, გარანტირებულად ზუსტი ელექტრონული სამედიცინო ისტორია
  • მარტივდება სპონსორებთან ურთიერთობის პროცესი. შესაძლებელი ხდება, ანაზღაურებისათვის საჭირო ყველა (სამედიცინო/ფინანსური) დოკუმენტაციის ფორმირება და ცალკეული სპონსორის მიერ მოთხოვნილ ფორმატში მიწოდება

ადამიანური რესურსების ოპტიმალური გამოყენება

  • კლინიკის მართვისთვის საჭირო ყველა რეპორტი ავტომატურად გენერირდება Doctra-ს სისტემაში, არის ზუსტი, საბოლოო სახის. შესაბამისად მენეჯერი დროს აღარ კარგავს სოფტიდან ამოღებული ინფორმაციის დამატებით დამუშავებასა და შეჯამებაზე
  • სამედიცინო პორტალზე ხდება ავტომატური სამედიცინო და ფინანსური დოკუმენტაციის ატვირთვები
  • ავტომატიზებული პროცესების მეშვეობით ხდება სისტემის მოხმარებისას დაშვებული ადამიანური შეცდომების მინიმიზაცია
  • ხდება ბიზნეს პროცესების უნიფიკაცია, პროგრამის მეშვეობით კონტროლი და სტანდარტებში მოქცევა

მარაგების ეფექტური მართვა და კონტროლი

  • მიღებული ისტორიული მონაცემების ანალიზის საფუძველზე, შესაძლებელი ხდება საჭირო მარაგების მინიმალური და მაქსიმალური დონეების განსაზღვრა
  • მიღებული ინფორმაციის ანალიზის მეშვეობით, შესაძლებელია მოსალოდნელი დეფიციტის დროული გამოვლენა და შესყიდვების ინიცირება
  • მარაგების ნაშთებისა და მათი ვარგისიანობის მუდმივი მონიტორინგის წარმოების საშუალებას იძლევა
  • გეძლევა შესაძლებლობა სრული სიზუსტით მოახდინო მკაცრი აღრიცხვის მედიკამენტების კონტროლი
  • დანიშვნა (ექიმი) – შესრულების (ექთანი) პრინციპი და ხარჯვის ავტომატური ასახვა ნაშთებზე, მონიტორინგი.

Enterprise კლასის პლატფორმა და ტექნიკური მხარდაჭერა

საიმედო, მრავალგზის გამოცდილი და დაცული პლატფორმა

  • კლინიკის მართვის საინფორმაციო სისტემა ეფუძნება პროგრამულ პლატფორმას, რომლითაც დღესდღეობით მუშაობს საქართველოს მასშტაბით 500-მდე ორგანიზაცია, ხოლო მსოფლიოს ჭრილში ათობით ათასი
  • დოქტრა გამოირჩევა თანამედროვე, 3 დონიანი არქიტექტურით
  • ნებისმიერი სისტემიდან, იქნება ეს ვებ-გვერდი, მობილური თუ კომპიუტერი, მომხმარებელს აქვს იდენტურ ინტერფეისთან მუშაობის შესაძლებლობა
  • სამედიცინო პროგრამაში ჩაშენებული შიფრაციის ალგორითმებისა და მომხმარებლის წვდომის მკაცრი გამიჯვნა მაქსიმალურად დაცულს ხდის სისტემას და მინიმუმამდე დაჰყავს ინფორმაციის გაჟონვისა და არასანქცირებული წვდომის რისკები
  • მზა ვებ-სერვისები, იძლევა პლატფორმის ინტეგრაციის საშუალებას ნებისმიერ სხვა საინფორმაციო სისტემასთან და სამედიცინო აპარატურასთან
  • Doctra წარმატებითაა დანერგილი რამდემიმე წამყვან კლინიკაში და იმსახურებს უმაღლეს შეფასებას ბაზარზე არსებულ სხვა ალტერნატივებთან შედარებით

მუდმივად გაუმჯობესებადი ფუნქციონალი

  • კლინიკის პროგრამა დაწერილია საერთაშორისო მოწინავე HIS სისტემების (CERNER, McKesson) გამოცდილების გათვალისწინებით. მოხდა აღნიშნული სისტემების დეტალური შესწავლა და ადაპტირება ქართულ რეალობასთან
  • გუნდი მუდმივად თვალს ადევნებს და შეისწავლის მსოფლიოს მოწინავე სისტემებს, მათი განვითარების პროცესს და ეტაპობრივად ხდება არსებული სოფტის გაუმჯობესების ინიციატორი
  • პლატფორმაში არსებული მზა მექანიზმები იძლევა ცვლილებების წრაფად შეტანის შესაძლებლობას, კლინიკის ინდივიდუალური მოთხოვნებიდან გამომდინარე

სრულად გამართული ტექნიკური მხარდაჭერა

  • ტექნიკური პორტალის საშუალებით შესაძლებელია თვალყური ადევნო ყოველი ახალი დავალების (Task) დარეგისტრირების ან/და შესრულების პროცესს, მარტივად მიიწერო შენიშვნები და აწარმოო მათი გამოსწორების პროცესის მონიტორინგი.
  • კლინიკის მართვის პროგრამის უკან დგას 10 წლიანი გამოცდილების მქონე, პროფესიონალთა მაღალკვალიფიციური გუნდი, რომელიც თავადაა დაინტერესებული მყისიერად მოახდინოს ყველა სახის შეფერხების აღმოფხვრა ან/და სიახლის დანერგვა, ცვლილების შეტანა

იხილეთ პროდუქტების დეტალური აღწერა