Doctra – ახალი თაობის კლინიკის მართვის პროგრამა

მოითხოვე დემო
კლინიკის მართვის პროგრამის ინტერფეისი

სრულად მართვადი მკურნალობის პროცესი

  • პაციენტის დეტალური ელექტრონული სამედიცინო ისტორია 360 გრადუსით

  • კლინიკის მართვის პროგრამის ყველაზე სრულყოფილი დანიშნულების ფუნქციონალი

  • ექიმის სამუშაო დროის ეფექტიანად მართვა – მეტი დრო პაციენტისთვის

გაიგე მეტი

კლინიკის ყველა პროცესი ხელის გულზე

  • მკურნალობის ხარჯების მუდმივი კონტროლი რეალურ დროში

  • სამედიცინო დოკუმენტაციისა და ოპერაციების სრული შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან

  • ადამიანური რესურსების ოპტიმალური გამოყენება

  • მარაგების ეფექტური მართვა და კონტროლი

  • EHR პორტალთან ინტეგრაცია

გაიგე მეტი
სამედიცინო პროცესები კლინიკის მართვის პროგრამაში
დოქტრას კლინიკის მართვის პროგრამის ტექნიკური მხარდაჭერის გუნდი

Enterprise კლასის კლინიკის მართვის პროგრამა და ტექნიკური მხარდაჭერა

  • საიმედო, მრავალგზის გამოცდილი და დაცული კლინიკის მართვის პროგრამის პლატფორმა

  • მუდმივად გაუმჯობესებადი კლინიკის მართვის ფუნქციონალი

  • სრულად გამართული ტექნიკური მხარდაჭერა

გაიგე მეტი
Doctra-მ, მოკლე დროში, დანახარჯების დეტალებში გაშიფრული ანალიზის კეთებისა და მედიკამენტების დანაკარგით მიღებული ხარჯების დეტალურად კონტროლის შესაძლებლობა მომცა. მხოლოდ სამ საათიანი მუშაობით მივიღე ანალიტიკური რეპორტი, რომლის ამ სიზუსტით შედგენა პროგრამის გარეშე, კვირების მუშაობის შედეგადაც კი შეუძლებელი იყო.
ლაშა ფირცხალავა, თბილისის გულის ცენტრის ფინანსური დირექტორი
“Doctra, ექიმზე მორგებული პროგრამაა! ნებისმიერი პაციენტის სრული სამედიცინო ისტორია ერთ სივრცეშია თავმოყრილი. პაციენტის შემოსვლის დღიდან თვალსაჩინოა მისი მოძრაობა კლინიკაში. მოსახერხებელია დისტანციურად შეტყობინების გადასაცემად, რეალურ დროში ვხედავ დანიშნულებას და მყისიერად შემიძლია მასში შესწორების შეტანა.

საუკეთესოა დისტანციურად მუშაობისთვის. არ ვარ მიჯაჭვული სამუშაო მაგიდას, სადაც კომპიუტერი ან პლანშეტი მაქვს, ყველგან შემიძლია ვაკეთო საქმე.”

არჩილ ჩუხრუკიძე, თბილისის გულის ცენტრის გენერალური დირექტორი
„თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენს კლინიკაში Doctra-ს პროგრამის დანერგვის შემდეგ, საგრძნობლად გამარტივდა სამედიცინო პროცესების მართვა და მონიტორინგი, გაუმჯობესდა მარაგების ხარჯვის აღრიცხვის სიზუსტე. პროგრამიდან მიღებული რეპორტების საფუძველზე, შესაძლებელი გახდა კლინიკის განვითარების დინამიკის გაანალიზება და ფინანსური შედეგების პროგნოზირება, რამაც რესურსების ეკონომიის საშუალება მოგვცა.

შესწავლისა და დაკვირვების საფუძველზე ვაფიქსირებ, რომ ამ დარგში, Doctra საუკეთესო პროგრამაა, რომელთანაც მიმუშავია, საუკეთესო support გუნდით!“

ზურაბ ტუსკია , თბილისის ზღვის ჰოსპიტლის IT დეპარტამენტის უფროსი
„განსაკუთრებით აღსანიშნავია სრულად ელექტრონული დანიშნულების ფუნქციონალი, რომელიც მთლიანად აკავშირებს ექიმს ექთანთან და ორივეს ფინანსურ განყოფილებასთან. პროგრამის დახმარებით, ადამიანური შეცდომების ალბათობა მინიმუმამდეა შემცირებული, მუშაობის პროცესი სწრაფი და კომფორტულია, მიღებული ინფორმაცია – საიმედო.

პაციენტის მკურნალობის პროცესის უკეთესი მართვა, ნებისმიერ ეტაპზე – თამამად შეიძლება ჩაითვალოს Doctra-ს დევიზად!“

ზვიად კერესელიძე, თბილისის გულის ცენტრის კარდიო-ინტენსიური განყოფილების ხელმძღვანელი
Doctra-ს მთავარ უპირატესობად შეიძლება ჩაითვალოს – სამედიცინო დოკუმენტაციისა და ოპერაციების სრული შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან.

ის ერთადერთიპლატფორმაა, რომლის დახმარებითაც, კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებას, უმტკივნეულოდ მივიღებთ, გამომდინარე იქედან, რომ სისტემაში ინფორმაცია ავტომატურად იტვირთებადა პლატფორმა ინტეგრირებულია EHR პორტალთან. მხოლოდ ღილაკზე ერთი თითის დაჭერით სრული სამედიცინო ისტორიის ატვირთვას შევძლებთ, თანამშრომლებისათვის სამუშაო დროის მომატებისა და მოსალოდნელი ადამიანური ხარვეზების დაშვების გარეშე, კანონის შესაბამისად – პაციენტის გაწერიდან 5 დღისვადაში.

თეა ახალაძე, თბილისის ზღვის ჰოსპიტალის გენერალური დირექტორი
„Doctra-სთან თანამშრომლობისას იქმნება შთაბეჭდილება, რომ არამხოლოდ ჩვენ ვცდილობთ საკუთარი კომპანიის განვითარებას, არამედ დოქტრაც. ეს არის პროფესიონალების გუნდი, რომელიც ინოვაციური ხედვებითა და ამბიციური მიზნებით გვეხმარება არ ჩამოვრჩეთ მოწინავე ტექნოლოგიებს.“
გიორგი ლოლაძე , მარდალიშვილის სამედიცინო ცენტრის დირექტორი
„მიუხედავად იმისა, რომ ახალ სისტემაზე მორგება-შეჩვევა მეტ დროს მოითხოვს და ისედაც დატვირთული რეჟიმის მქონე პერსონალი რთულად ეგუება ცვლილებებს, ინტეგრაციამ მაინც წარმატებით ჩაიარა. ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდა სწორად მიწოდებული ინფორმაციის, ყოველდღიური უკუკავშირის და მუშაობის პროცესის გაუმჯობესებაზე ზრუნვის შედეგად. დოქტრას დახმარებით ექიმებმა შეძლეს დროის დაზოგვა და მეტად მყარი კონტაქტის დამყარება პაციენტებთან.“
თორნიკე ხუბუა, კლინიკა მედიკორის ფინანსური დირექტორი

პროექტები

პარტნიორები