ახალი თაობის სამედიცინო პროგრამა მარდალეიშვილის კლინიკაში
­
ნოემბერი 21, 2019

Doctra მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის პარტნიორია

15 ნოემბერს, „მარდალეიშვილის სამედიცინო ჯგუფის“ უახლესი სტანდარტების დიაგნოსტიკური ცენტრის ოფიციალური გახნის ცერემონია გაიმართა, სადაც Doctra, ახალი თაობის სამედიცინო პროგრამა, პარტნიორის რანგში იყო წარდგენილი.

კლინიკა პაციენტებს სთავაზობს რადიოლოგიური კვლევების სრულ სპექტრს, მათ შორის, თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებითა და დახურულ ავტომატიზირებულ სისტემებზე მოწყობილ ლაბორატორიას.

“მარდალეიშვილის დიაგნოსტიკურ ცენტრში” გამოიყენება ახალი თაობის სამედიცინო პროგრამა Doctra Enterpise, რომელიც იძლევა ერთიან სურათს პაციენტისთვის კლინიკური მომსახურების გაწევის ყოველი ეტაპის შესახებ და გვეხმარება როგორც გადაწყვეტილების მიღებაში, ასევე ხარისხის მართვაში.

„მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი“ 20 წელზე მეტია მაღალკვალიფიციურ დიაგნოსტიკურ და სტაციონარულ მომსახურებას გვთავაზობს.

კლინიკის განვითარების სტრატეგია მოიცავს ისეთ საკითხებს როგორებიცაა – სამედიცინო აღჭურვილობის ყოველწლიურ განახლება და თანამედროვე მეთოდების დანერგვა. ამ პროცესების წარმართვა მთელი ქვეყნის მასშტაბით არის აუცილებელი, რამაც განაპირობა ორი ახალი ფილიალის გახსნა თბილისსა და რუსთავში.

სწრაფ განვითარებასა და გაფართოებასთან ერთად, ნათლად გამოჩნდა ციფრული უზრუნველყოფის დანერგვის აუცილებლობა, რომლის არარსებობაც მომავალში აუცილებლად გახდებოდა დიდი ზიანის მომტანი.

გადავწყვიტეთ გვეპოვნა კომპანია, რომელიც შექმნიდა სტაბილურობას და შემოგვთავაზებდა მრავალპროფილურ სისტემას. აუცილებელი პირობა გახლდათ ისეთი სამედიცინო პროგრამა, რომელიც ერთ სივრცეში გააერთიანებდა:

  • სამედიცინო და
  • ფინანსურ მოდულებს.

პროგრამის არქიტექტურა როგორც პირველადი ინტეგრაციისას, ასევე შემდგომი გამოყენების პროცესში მარტივად ერგება ახალ მოთხოვნებსა და გამოწვევებს, რაც ძალიან ხშირია ყოველდღიურობაში.

კონკურენტებისგან განსხვავებით, Doctra-ს ახალი თაობის სამედიცინო პროგრამა მარტივად ინტეგრირდება ჯანდაცვისა თუ სხვა სამინისტროების პროგრამებთან, ასევე გარე სისტემა-აპარატებთან.

გამართული კლინიკის მართვის საინფორმაციო სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დადებითი მხარეა სრულფასოვანი ანგარიშგების სისტემა, რომელიც სამომავლო განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

Doctra-ს სამედიცინო პროგრამა გვეხმარება ნებისმიერი ტიპის ანგარიშგების მოდელის შექმნასა და მნიშვნელოვანი ინდიკატორების ცვლილებების ასახვა-დაკვირვებაში.

Doctra-ს კლინიკის მართვის პროგრამის თავდაპირველი ინტეგრაცია ჩვენს ახალ ფილიალში განხორციელდა და მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციულ პერსონალს არ ჰქონდა მსგავს სისტემებთან მუშაობის გამოცდილება, ინტეგრაციამ წარმატებით ჩაიარა.

რაც შეეხება სამედიცინო პერსონალს, მათი უმეტესობას ყოველდღიურად უწევდა მსგავს სისტემებში მუშაობა, რამაც თავის მხრივ განაპირობა პროგრამის დანერგვის სიმარტივე.

პლატფორმა, 12 წლიანი გამოცდილების მქონე, მრავალპროფილური IT-კომპანია NGT Group-ის საავტორო პროდუქტია.

NGT Group-ს 500-მდე წარმატებული პროექტი აქვს განხორციელებული საქართველოს უმსხვილეს ორგანიზაციებთან.

პროდუქტებისა და სერვისების გასაუმჯობესებლად, ჩვენი, 50-ზე მეტი პროფესიონალით წარმოდგენილი გუნდი, თვალს ადევნებს ბაზარზე არსებულ გამოწვევებს, რომ მზად იყოს მოსალოდნელი ცვლილებებისთვის.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფი მუდმივ გადამზადებას გადის, რათა საუკეთესო ხარისიხის მხარდაჭერა გაუწიოს არსებულ და მომავალ მომხმარებელს.

სწორედ ეს მიდგომები, წარმატებული პროექტები და კმაყოფილი კლიენტებია ჩვენი კომპეტენციის მყარი დასტური.