დაივიწყეთ ქაღალდის დოკუმენტები და იქონიეთ ყველა სამედიცინო დოკუმენტი სმარტფონში – კვლევები, ანალიზები, დიაგნოზი, დანიშნულებები და სხვა.
აპლიკაციის დახმარებით გექნებათ მუდმივი წვდომა სამედიცინო დუკუმენტაციაზე, რომლის გაზიარებაც შესაძლებელია აპლიკაციიდან ჩამოტვირთვის გარეშე ელ-ფოსტით ან სოციალური მედიის საშუალებით.
აპლიკაციაში დოკუმენტის ასახვა ხდება ორგვარად: ავტომატურად და ხელით. ავტომატურად დამატება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კლინიკა სარგებლობს დოქტრას სისტემით. ხოლო თუ კლინიკას არ აქვს დოქტრას ინტეგრირებული სისტემა დოკუმენტს ვამატებთ ხელით, ვუღებთ ფოტოს, ან ვტვირთავთ უკვე შენახულ დოკუმენტს – ვუთითებთ თარიღს, კლინიკას, ექიმს და დოკუმენტის სახელს.
აღსანიშნავია, რომ აპლიკაცია მარტივი და რაც მთავარია ინტუიტიურია. ნებისმიერი სასურველი დოკუმენტის მოძიება ხდება მომენტალურად, რაც ფილტრების დახმარებით არის შესაძლებელი.
აპლიკაციაში ასახული ინფორმაცია დაცულია. ავტორიზაცია შესაძლებელია მხოლოდ პინ კოდის, თითის ანაბეჭდის ან სახის ამომცნობის საშუალებით.