თანამედროვე კლინიკები წარმატებით ფუნქციონირებისათვის სულ უფრო მეტად საჭიროებენ ელექტრონულ სამედიცინო სისტემას. როდესაც კლინიკაში სისტემის დანერგვა გადაწყდება, გუნდმა აუცილებლად უნდა გაიაროს წინამოსამზადებელი ეტაპები. გთავაზობთ უმთავრეს 8 საფეხურს, რომელთა გარეშეც კლინიკის ელექტრონული მართვის სისტემის დანერგვა წარმოუდგენელია:
1. შეხედეთ როგორც ინვესტიციას
ელექტრონულ მართვის სისტემას ნუ შეხედავთ როგორც ხარჯს, შეხედეთ როგორც ინვესტიციას. იმისათვის რომ მოლოდინი გაგიმართლდეთ, შეარჩიეთ მაქსიმალურად განვითარებადი, მზარდი პლატფორმა, რომელიც ფუნქციურად გაუმჯობესებადია. გაითვალისწინეთ, ვინ დგას პროგრამის უკან. დარწმუნდით, რომ მათი სახით არა ერთჯერად გამყიდველს, არამედ თქვენი კლინიკის სტაბილურ პარტნიორს შეიძენთ
2. დანერგეთ ინტერესი
კლინიკის შიდა მზაობა უმნიშვნელოვანესი საფეხურია. პირველ რიგში გადაწყვეტილების მიმღები ჯგუფი უნდა მოტივირდეს, რომ შეძლონ და დანარჩენ თანამშრომელთა შორის დანერგონ არა შიში სიახლისადმი, არამედ ინტერესი და სისტემის დანერგვის შედეგად სამუშაო გარემოს გაუმჯობესების მოლოდინი
3. მოემზადეთ ტექნიკური ცვლილებებისთვის
აუცილებელია გადახედოთ: კომპიუტერებს, ქსელს, სერვერს და სხვ. საჭიროების შემთხვევაში უნდა მოახდინოთ მათი განახლება-გაძლიერება. შეეცადეთ თავიდანვე მოახდინოთ IT თანამშრომლების მობილიზებაც, რადგან მათი დახმარება უპირობოდ მნიშვნელოვანია, თუკი გსურთ სისტემის სრულად გამართვა. გაითვალისწინეთ, რომ პროცესების ცვლილებამ შეიძლება გამოავლინოს კადრების ან/და ტექნიკური რესურსების დამატების საჭიროება
4. გამოყავით პასუხისმგებელი პირი
კარგი იქნება თუ გამოყოფთ კადრს პროექტის ხელმძღვანელად (Product Owner) და ის იქნება მედიატორი თქვენსა და პარტნიორ კომპანიას შორის. ეს დაგეხმარებათ მარტივ, სწრაფ და ხარისხიან კომუნიკაციაში
5. უზრუნველყავით თანამშრომელთა ჩართულობა
იმისათვის რომ შეთანხმებულად მიმდინარეობდეს დანერგვის პროსეცი და თავიდან აირიდოთ მოსალოდნელი ხარვეზები, აუცილებლად უნდა უზრუნველყოთ პროცესში სხვადასხვა რგოლის მაქსიმალური ჩართულობა, როგორიცაა: კლინიკის დირექტორი, განყოფილებების უფროსები, ბუღალტრები, ფინანსისტები, სადაზღვეოსთან ურთიერთობის მენეჯერის, უფროსი მედდის ჩართულობა
6. შეინარჩუნეთ მუდმივი კავშირი პარტნიორთან
მნიშვნელოვანია შერჩეული პარტნიორი კომპანია, დანერგვის ყველა ეტაპს თქვენთან შეთანხმებით გადიოდეს, ახდენდეს უკვე არსებული პროცესის შესწავლას და ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში შეეძლოს ალტერნატიული, სწორი პროცესების დანერგვის სქემის შემოთავაზება
7. იყავით მაქსიმალურად მობილიზებული
გქონდეთ მოლოდინი, რომ პროგრამის მხარე თქვენგან მოითხოვს ინფორმაციას სერვისების, ფასების, ხელფასის თვლის ლოგიკების, თანამშრომლებისა და სხვა საკითხების შესახებ. ამ მიმართულებით თქვენი მობილიზება კრიტიკული მნიშვნელობისაა თუკი გსურთ, რომ მოსალოდნელი შედეგი დადგეს
8. მზად იყავით გრძელვადიანი პროცესისათვის
ნუ გექნებათ მოლოდინი, რომ კლინიკის ელექტრონული მართვის სისტემის დანერგვას 1 თვეში დაასრულებთ. ეს საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია. გახსოვდეთ, სისტემის წარმატებით დანერგვას დრო, დიდძალი ენერგია და პერიოდული განახლება სჭირდება. შედეგად თქვენ მიიღებთ კლინიკური პროცესების წარმატებით მართვის ფორმულას!